გამოფენა

06/04/2014 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე მოეწყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, ლანდშაფტური არქიტექტურის სტუდენტთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენის მიზანი იყო კონკურსის წესით გამოევლინა საუკეთესო საკურსო პროექტები.
განვლილი პერიოდის მანძილზე გამოფენამ და წარმოდგენილმა ლანდშაფტურმა პროექტებმა დიდი ინტერესი გამოიწვიეს სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებელთა შორის. ამასთან საგულისხმოა, რომ გარდა ბაკალავრიატისა, წელს პირველად, ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ სწავლა განაგრძონ მაგისტრატურაში, ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულებით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თენგიზ მახარაშვილი.
2014  წლის 4 ივნისს მოეწყო კონკურსში გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოვება. გამარჯვებულ სტუდენტებს ზვიად გიქოშვილს, გურამ ჯვარშეიშვილს და ნუცა კვანტალიანს სპეციალური დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა გოჩა მიქიაშვილმა და პროფესორმა თენგიზ მახარაშვილმა.
სასიხარულოა, რომ სტუდენტური საკურსო პროექტების გამოფენა–კონკურსი ფაკულტეტზე ტრადიციად იქცა და მრავალი წელია გრძელდება.

 

სიახლეებში დაბრუნება