ქალბატონ მაია კაჭარავას წიგნის პრეზენტაცია.

04/23/2014 სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე გაიმართა ჩვენგან უდროოდ წასული კოლეგის, ქალბატონ მაია კაჭარავას წიგნის „XI საუკუნის ქართული ჯვარ–გუმბათოვანი ძეგლების პროპორციები“–ს პრეზენტაცია. მაია კაჭარავა, რომელიც  1984–2011 წლებში მუშაობდა ფაკულტეტზე, წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამეცნიერო და აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. იგი ნაყოფიერად თანამშრომლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტთან, ტრადიციულად ხელმძღვანელობდა ამ ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენციების არქიტექტურის სექციას.
        დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოიჩინა ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის ამ მნიშვნელოვანი შენაძენის მიმართ. საღამოზე ძალზე უხვად ჟღერდა თბილი მოიგონებები ქალბატონ მაიას მიმართ. სიტყვებით გამოვიდნენ ფაკულტეტის დეკანი გ. მიქიაშვილი, წიგნის წინასიტყვაობის ავტორი პროფესორი     ნ. შავიშვილი, წიგნის რეცენზენტი პროფესორი გურამ ყიფიანი, ხელოვნებათმცოდნე მარინე გველესიანი, მღვდელი ნიკოლოზი, ქალბატონი მაიას მეუღლე პროფესორი ვასილ კაჭარავა, რომელმაც ითავა წიგნის გამოშვების მეტად საშური საქმე,  და სხვები.

 

სიახლეებში დაბრუნება