სამი გამარჯვებული პროექტი

03/25/2014 ფაკულტეტზე, სამი გამარჯვებული პროექტის ავტორებს: ელენე მაჩაიძეს (ჯგ. N6200), ლინდა დევაძეს (ჯგ. N6206) და ელენე სიფრაშვილს (ჯგ. N6200), საქართველოს პედაგოგ–ქორეოგრაფთა ასოციაციის და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ნატალია დიღმელაშვილის მიერ, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სიგელები და სპეციალური პრიზები. მათ გარდა წამახალისებელი პრიზებით აღინიშნა კიდევ 7 სტუდენტის ნამუშევარი: ლევან კაკაურიძე (ჯგ. N6200), აბრაამ ცირდავა (ჯგ. N6206), დიმიტრი ტარტარაშვილი (ჯგ. N6205), რამაზ პაიჭაძე (ჯგ. N6201), დავით კოლოტაური (ჯგ. N6207), გიორგი გამყრელიძე (ჯგ. N6200), თამარ ქსოვრელი (ჯგ. N6201). მთლიანობაში სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის სტუდენტებმა ესოდენ წარმატებით გაართვეს თავი ამ რთულ დავალებას და დაიმსახურეს საუკეთესო შეფასება, როგორც პროფესიონალებს, ისე არაპროფესიონალებს შორის.  

 

სიახლეებში დაბრუნება