სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი ორი

03/11/2014 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩატარდა სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი ორი გამარჯვებული პროექტის გამოსავლენად - „მდგრადი სოციალური საცხოვრისი ურბანულ გარემოში ქ. ბოლნისში“ და „სადღეღამისო საბავშვო ბაგა-ბაღი 140 ადგილზე ქ.რუსთავში“. არქიტექტურული პროექტები სტუდენტებმა შეიმუშავეს 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში არქიტექტურის ფაკულტეტის ლექტორების ხელმძღვანელობით.
ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული სტუდენტები პროექტებისთვის „მდგრადი სოციალური საცხოვრისი ურბანულ გარემოში ქ. ბოლნისში“ არიან: I ადგილი - ნინო ნადირაშვილი,  II ადგილი - თამარ ბენაშვილი, III ადგილი - სანდრო ჩიგოგიშვილი. ხოლო პროექტისთვის „სადღეღამისო საბავშვო ბაგა-ბაღი 140 ადგილზე ქ.რუსთავში“ გამარჯვებული პროექტების ავტორები არიან: I ადგილი - გიორგი ცუცქირიძე,  II ადგილი - ოთარ თუხარელი, III ადგილი - ივანე ებრალიძე.  
აღნიშნული არქიტექტურული კონკურსი განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC-ის, ქ.რუსთავის საკრებულოს და ქ. ბოლნისის გამგეობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

 

სიახლეებში დაბრუნება