იან ბოჩანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

11/19/2013 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზ „უნივერსში“ გაიხსნა ცნობილი ჩეხი არქიტექტორის, თბილისში ჩეხეთის საელჩოს შენობის ავტორის, სტუ-ის საპატიო პროფესორის იან ბოჩანის  ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ჩეხეთის და საქარველოს არქიტექტორთა კავშირების, პრაღის  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები, სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.გამოფენა გარკვეულ გაგრძელებას წარმოადგენს იან ბოჩანის მადლიერი მოსწავლეების მიერ ორგანიზებული სამნაწილიანი პერფორმანსისა, რომლის პირველი ნაწილი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდა, მეორე ნაწილი ლონდონში და შემდეგ გადმოინაცვლა თბილისში.გამოფენა 30 ნოემბრამდე გასტანს.

 

სიახლეებში დაბრუნება