გაიმართა პოეზიის საღამო

11/09/2013 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზ „უნივერსში“ გაიმართა პოეზიის საღამო, რომელშიც არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ხელოვნების ამ დარგის სხვამოყვარულებმა მიიღეს მონაწილეობა. დამსწრეთა წინაშე საკუთარი ლექსები წაიკითხეს სტუდენტებმა ირაკლი ჭიკაიძემ, ლაშა შარაშენიძემ, მიხეილ ტაველიშვილმა, ირაკლი ზუკაკიშვილმა, ანი ნოზაძემ. სტუდენტთა ლექსების კითხვა კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა გოჩა მიქიაშვილმა სტუდენტებს შესთავაზა მათი ლექსების  პოეტური კრებულის გამოცემა ფაკულტეტის ხარჯებით, რაც ახალგაზრდა პოეტებისათვის შეიძლება პირველი აღიარების საწინდარი გახდეს.

 

სიახლეებში დაბრუნება