გალერეაში „უნივერსში“ ჩატარდა ქართულ-შვეიცარიული კონკურსი

11/05/2012 გალერეაში „უნივერსში“ ჩატარდა ქართულ-შვეიცარიული სტუდენტურ არქიტექტურულ კონკურსში „მდგრადი სოციალური საცხოვრისი ურბანულ გარემოში“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი. აღნიშნული არქიტექტურული კონკურსი შედგა 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC-ის, ქ.თბილისის მერიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში; ის გულისხმობდა 100-ბინიანი სოციალური საცხოვრისის არქიტექტურული პროექტების შემუშავებას ქ.თბილისში მდებარე ორი მიწის ნაკვეთისთვის. გამარჯვებული 6 პროექტის ავტორები დაჯილდოვდნენ ქ. თბილისის მერიის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებითა და სუვენირებით, რომლებიც მათ გადასცა ქ.თბილისის ვიცე-მერი ქ-ნ სევდია უგრეხელიძემ. ღონისძიების ფარგლებში შედგა ნაშრომის - „სოციალური საცხოვრისი - საქართველოს რეალობა საერთაშორისო კონტექსტში“ (ავტორები: დარჯანია, ე. ვარდოსანიძე, ლ.) - პრეზენტაცია.

 

სიახლეებში დაბრუნება