სტუდენტური კლაუზურა-კონკურსი რიგით 28-ე

11/02/2013 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩატარდა ტრადიციული, რიგით 28-ე, სტუდენტური კლაუზურა-კონკურსი სტუ-ს და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  52 სტუდენტთა (აქედან 27 სტუ-დან და 25 თსსა-დან გახლდათ) მონაწილეობით. კლაუზურის თემა გახლდათ  ადამის და ევას საცხოვრებელის (საცხოვრისის) გააზრება ედემის ბაღში. ჟიურიმ, რომელიც პარიტეტულ საწყისებზე უმაღლესი სკოლის 2-2 პედაგოგით (ვ.დავითაია, ვ. გელაშვილი, გ. ბათიაშვილი, ვ.ცინცაძე) იყო დაკომპლექტებული შემდეგი გამარჯვებულები გამოავლინა: სტუ-დან  პირველი პრემია -ლევან ბუაძემ, მეორე პრემია- სალომე გუგუნავამ, მესამე პრემია- გიორგი ზანგალაძემ მოიპოვეს. თსსა- დან : პირველი პრემია წილად ხვდა ეკატერინე მინდიაშვილს, მეორე პრემია-გიორგი მახათაძეს და მესამე პრემია- მარიამ გორჯილაძეს. მათ გადაეცათ ფულადი ჯილდოები და სტუ-ს ისტორიის და თანამედროვეობის ამსახველი კრებულები. ამას გარდა წამახალისებელი პრემიით საინტერესო ხედვისთვის არქიტექტურის  საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსების გიგა ბათიაშვილის და ვახტანგ დავითაიას წიგნები გადაეცათ სტუ-ს სტუდენტებს: ნოდარ კვანჭიანს, ვანო ებრალიძეს და გიორგი ცუცქირიძეს, აგრეთვე აკადემიის სტუდენტებს: ნატო ბაზრაძეს, ლადო აფანასიევს და ლევან მირიანაშვილს.

 

სიახლეებში დაბრუნება