Fwd: მორიგი ტრენინგის „საინფორმაციო (ალტმეტრიული) სერვისები მეცნიერებაში ლინკი და ასოციაციის „ასოციაცია მეცნიერებისათვის“ სამეცნიერო ინტერნეტ სივრცეში დამკვიდრებისა და პოპულარიზაციისათვის საჭირო სერვისები

09/19/2023
  ძვირფასო კოლეგებო,

„ასოციაცია  „მეცნიერებისათვის“, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გთავაზობთ თანამშრომლობას თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სერვისების გარჩევასა და დანერგვაში.

ჩვენი სერვისები გათვლილია მეცნიერის, ან სამეცნიერო ორგანიზაციის საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ სივრცეში დამკვიდრებისა და  პოპულარიზაციისათვის.

ჩვენი ასოციაციის სერვისებით უკვე აქტიურად სარგებლობენ სხვადასხვა უნივერსიტეტისა თუ სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლები.

ჩვენ ვეხმარებით მათ ციტირების ინდექსის გაზრდასა და საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაციაში, ასევე კონსულტაციებს  ვუწევთ სხვადასხვა შიდა საუნივერსიტეტო კონკურსების დროს.

 25 სექტემბრიდან ასოციაცია  იწყებს ცნობილი ტრენინგის: "საინფორმაციო (ალტმეტრიული) სერვისები მეცნიერებაში" განახლებულ ვერსიას. ლექციები ჩატარდება 3 დღე, დღეგამოშვებით: 25, 27 და 29 სექტემბერს  googlemeet-ის პლატფორის საშუალებით,  საღამოს 8 საათიდან, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში. ყოველი ლექციის ბოლოს გამოგეგზავნებათ შესაბამისი კონსპექტი და ტრენინგის ბოლოს გადმოგეცემათ  ორენოვანი სერტიფიკატი.

 
ტრენინგის ღირებულებაა 100 ლარი; კორპორატიული ტრენინგის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება.

 რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/5QfhZtfyLpyBigrf6
ტრენინგი სასარგებლოა როგორც აკადემიური პერსონალისათვის  აგრეთვე დოქტორანტებისთვისაც.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც  ასოციაციის ანგარიშზე :
აა(ი)პ ასოციაცია მეცნიერებისათვის.
საიდენტიფიკაციო კოდი: 400248576
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი – BAGAGE22
ანგარიშის ნომერი – GE39BG0000000101591797

 ასევე  ჩემს საქართველოს ან თიბისი ბანკის პირად ანგარიშზე. პირადი ნომრის საშუალებით:  01003015633
 

 სასწავლო კურსის „საინფორმაციო (ალტმეტრიული) ტექნოლოგიები მეცნიერებაში“ ძირითადი შინაარსია:

 ·       ელექტრონული საინფორმაციო მონაცემთა ბაზები;  სამეცნიერო პუბლიკაციების რაობა და სახეები.
·       გამოყენებული ლიტერატურის გაფორმების მარტივი მეთოდები (ბიბლიოგრაფიული მენეჯერები);
·       ბიბლიოგრაფიული (ციტირების ინდექსის, იმფაქტ ფაქტორის და ა.შ.) მონაცემთა ბაზების რაობა და სახეები.
·       ციტირების ინდექსისა და საერთაშორისო სივრცეში მკვლევარის ცნობადობის გაუმჯობესების მეთოდები და საშუალებები.
·       მკვლევარის სამეცნიერო პროფილის შექმნა  (Google scholar; ORCID; ResearcherID და ა.შ.)
·       სამეცნიერო ნაშრომის საქართველოს ან საზღვარგარეთის იმფაქტ ფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებისათვის საჭირო გზები და საშუალებები და ა.შ.

 
ჩვენი ასოციაციის სხვა სერვისებია:

ინდივიდუალური სერვისები

ინდივიდუალური სერვისებიდან ყველაზე აქტიურია ასოციაციის მიერ დაარსებული საერთაშორისო რეფერირებად, Google scholar-ში იმფაქტ ფაქტორის მქონე  ჟურნალებში „ქართველ მეცნიერებსა“ (განკუთვნილია შემდგარი მეცნიერის, მკვლევარებისა და დოქტორანტებისათვის, აკმაყოფილებს საქართველოს ყველა უნივერსიტეტის მოთხოვნებს სადოქტორო ნაშრომის განთავსებისათვის),  https://journals.4science.ge/index.php/GS და „ახალგაზრდა მკვლევარებში“  (სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის) https://journals.4science.ge/index.php/jr სტატიების გამოქვეყნება.

ელექტრონული ჟურნალების წესიდან გამომდინარე სტატიების მიღება მუდმივად მიმდინარეობს, არ აქვს დალოდების პერიოდი, სტატია იტვირთება გამოგზავნიდან  მაქსიმუმ 2 დღეში. Google scholar-ში ისახება 2 კვირაში.

 • დახმარების გაწევა სტატიების  საზღვარგარეთის  იმფაქტ ფაქტორიან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებაში; დახმარებაში იგულისხმება სტატიის თარგმნიდან დაწყებული სტატიის ატვირთვით დამთავრებული ყველა ეტაპის გავლა.

  • ასოციაციის მიერ დაარსებულ ჟურნალ „ქართველ მეცნიერებში“ სხვაგან უკვე ბეჭდურად არსებული სტატიის ან ნაშრომის საავტორო უფლებების სრული დაცვით,  ელექტრონულად ატვირთვა და DOI-ის მინიჭება.  მსგავსი საშუალება ხელს უწყობს მეცნიერის ციტირების ინდექსის და საერთაშორისო ასპარესზე ცნობადობის გაზრდას.
• ინდივიდუალური ნაშრომების ასატვირთ პროგრამაში ნებისმიერი ნაშრომის, მათ შორის ადრე ბეჭდურად არსებულის შემდგომი რეალიზაციისათვის, ან უფასოდ, ღია წვდომის ლიცენზიით  ატვირთვა და დოის მინიჭება  https://monographs.4science.ge/index.php/SS

• ინტერნეტ სივრცეში ინდივიდუალური სამეცნიერო პროფილის (Google scholar; ORCID; ResearcherID) შექმნა, ან უკვე შექმნილის რედაქტირება; სამეცნიერო პროფილის ქონდა მნიშვნელოვანია სხვადასხვა საუნივერსიტეტო კონკურსებში მონაწილეობისა და საერთაშორისო მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში სტატიების განთავსებისათვის. სამეცნიერო პროფილში ასახულია მეცნიერის შესახებ ყველა ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილებით დაწყებული სამეცნიერო ნაშრომებით დამთავრებული. მისი ქონა მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე მეცნიერის წარმოჩენისათვის.
https://4science.ge/projects/
• დისერტაციების, სამაგისტრო ნაშრომების ტექნიკური რედაქტირება (გამოყენებული ლიტერატურის სტილის დაცვის ჩათვლით) და სტანდარტებში მოქცევა.
• ბეჭდური ლიტერატურის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა და მისი ახალი ვერსიის გამოცემაში დახმარების გაწევა: რედაქტირება, ISBN-ის მინიჭება, გამომცემელთან თანამშრომლობა, მისი შემდგომი პოპულარიზაცია და ა.შ. ან ახალი სახელმძღვანელოს გამოცემაში დახმარების გაწევა.
 
სერვისები ორგანიზაციისათვის:

• ონლაინ ჟურნალების შესაქმნელი პროგრამით ბეჭდურად არსებული ჟურნალის ელექტრონულ ვერსიად გადაკეთება, DOI-ის მინიჭება, მისი შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ინდექსაციის ბაზაში განთავსება;
http://www.journals.4science.ge/
• მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც კარგად ცნობილი,  პოლონური ანტიპლაგიატის სისტემა “Srtagiplagiarism”-ის უნივერსიტეტებისათვის შეთავაზება. ამ პროგრამით აქტიურად სარგებლობენ საქართველოს მრავალი კერძო და ფასიანი უნივერსიტეტები.
• სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოწერა;
• თანამედროვე დიზაინის სამეცნიერო ვებ-გვერდის შექმნა;
• ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის შესაქმნელი პროგრამები;
• ციფრული ბიბლიოთეკის შესაქმნელი პროგრამა;
• ბეჭდური ლიტერატურის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა;
• არსებული ელექტრონული წიგნების მოწესრიგება, ფაილების დაპატარავება;

 

ასოციაცია  უზრუნველყოფს:

 

სამეცნიერო სერვისების შესახებ პრეზენტაციების, ტრეინინგების, ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარებას;

მზად ვართ თქვენი შენიშვნების, კრიტიკის, შექების მოსასმენად და გასაზიარებლად :)

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სერვისი და დაგვიკავშირდით დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

 დაიმკვიდრეთ შესაბამისი ადგილი ინტერნეტ სივრცეში !
ღირებულებები მოცემულია მიმაგრებულ ფაილში

ასოციაციის პრეზიდენტი: თამარ ხახუტაშვილი

ტელ:  593304942
www.4science.ge
http://www.facebook.com/4science.ge/
Email: info@4science.ge


იხილეთ მიმაგრებული ფაილი:








 

სიახლეებში დაბრუნება