Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

09/13/2023
 Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


ანგელ კანჩევის სახელობის რუსის უნივერსიტეტი ("Angel Kanchev" University of Ruse) (რუსე, ბულგარეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.

დეტალური ინფორმაცია ანგელ კანჩევის სახ. რუსის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რუსის უნივერსიტეტში. 

მიმართულება: სატრანსპორტო.
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=23208
--

 

სიახლეებში დაბრუნება