ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის შესახებ- დადგენილება 74-4 09.02.2021წ.

09/08/2023
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებით ახორციელებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას, რომლის ფარგლებში სწავლა უფინანსდებათ თბილისში რეგისტრირებულ, უმაღლესი განათლების სამივე აკადემიური საფეხურის სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტებს. ამ კატეგორიის სტუდენტებისთვის, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადების მიღების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 6 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით (მისამართი: ქ. თბილისის მუციპალიტეტის მერიის კანცელარია, ჟ.შარტავას ქ. N7). დანართის სახით გიგზავნით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებას N74-4 09.02.2021წ., სადაც მითითებულია აღნიშნული კატეგორიის სტუდენტების დაფინანსების წესები და პირობები.

დანართი: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N74-4.

 

სიახლეებში დაბრუნება