ტარტუს უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული სასწავლო პროგრამის შესახებ

05/16/2023
გაცნობებთ, რომ ესტონეთის ქ. ტარტუს უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულია სასწავლო პროგრამა "ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში".

პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის მქონე ხარისხის პირთათვის.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოს, სომხეთის და მოლდოვის მოქალაქეებისთვის არის უფასო და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ივნისი.

სასწავლო პროგრამის შესახებ გაცნობითი ხასიათის ვებინარი ჩატარდება მ.წ. 16 მაისს, ესტონეთის დროით 4-5 PM. მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://forms.office.com/e/AFuaw2GRBB

სასწავლო კურსზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.is.ut.ee/

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი: 

Emanuele Bardone:  (emanuele.bardone@ut.ee or +372 5688 7686)


იხილეთ დანართი




 

სიახლეებში დაბრუნება