„არქიგრაფია - კალიგრაფია არქიტექტურაში“

04/20/2023


  „ხელნაწერი სულიერი ცნებაა, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური ხელსაწყოს საშუალებით იქმნება“.

ევკლიდე

ძნელია არ დავეთანხმოთ „გეომეტრიის მამად“ აღიარებულ ალექსანდრიელ მოაზროვნეს - კალიგრაფია ნამდვილად არის სულის დიზაინი, განსაკუთრებით ხელოვნებასა და არქიტექტურაში.

ერთი შეხედვით, კალიგრაფია და არქიტექტურა ორი განსხვავებული ხელოვნების ფორმაა, თუმცაღა კალიგრაფია, როგორც ფიქრის, იდეის გამოხატვის უმაღლესი ფორმა, სივრცისა და ხაზების კომპოზიციური შერწყმის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არაერთ ცივილიზაციაში იქცა არქიტექტურულ ფორმებად. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის არაბული (ისლამური არქიტექტურა), ჩინური და დასავლური ცივილიზაციები.

XXI საუკუნეში კალიგრაფია იქცა ხელოვნებისა და დიზაინის არაერთი მიმართულების შთაგონების წყაროდ. ალბათ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კალიგრაფიული ტრადიცია აქვს, ამ ხელოვნების შტრიხები, მიგნებები და ესთეტიკა თანამედროვე არქიტექტურის სრულიად უნიკალურ მიგნებად იქცეს!

თქვენთან, ახალი თაობის არქიტექტორებთან ერთად სრულიად ახალი მიმართულება  შეიძლება დაიბადოს არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტი და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია უნიკალურ პროექტსა და კონკურსს გთავაზობთ:

გადადით ბმულზე და გახდით პროექტის მონაწილე!

https://forms.gle/DUoEQZcg2KzidwUH9










 

სიახლეებში დაბრუნება