04/19/2023
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=22294
ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Vilniaus kolegija/University of Applied Sciences – VIKO) (ვილნიუსი, ლიეტუვა) აცხადებს სასწავლო სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღებას ლიეტუვაში 2023-2024 მოკლევადიანი სასწავლო კურსების პროგრამისთვის, რომელიც ორგანიზებულია ლიეტუვის ეროვნული სააგენტოს მიერ.
სტიპენდიის ტიპი: მოკლევადიანი (1-2 სემესტრი) სწავლება
VIKO-ს მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსები იხილეთ აქ.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პირდაპირ ონლაინ განაცხადის სისტემის საშუალებით, 2023 წლის 8 მაისამდე.
დაინტერესებულ სტუდენტებს (და თანამშრომლებს) შეუძლიათ, ასევე, განაცხადის გაკეთება სხვა ლიეტუვური უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ მოკლევადიან (1-2 სემესტრი) სასწავლო პროგრამებზე და სრულ სამაგისტრო ხარისხის სასწავლო პროგრამაზე.
საკონტაქტო პირი:
ქ.-ნი სოფიო ტაბატაძე (Ms. Sophio Tabatadze), შემოსული სტუდენტების კოორდინატორი
ელ.ფოსტა:
s.tabatadze@viko.lt
სიახლეებში დაბრუნება