Falling Walls Lab

04/14/2023
ძვირფასო კოლეგებო მოგესალმებით,
პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას, მრავალს დაესწარით ჯანმრთელები და ბედნიერები!

გთხოვთ გაავრცელეთ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ვფიქრობ ძალიან კარგი შესაძლებლობაა, როგორც სტუდენტებისთვის ასევე აკადემიური პერსონალისთვის.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას მხარდაჭერისთვის

გლობალური პლატფორმა ყველა დარგის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის
“Falling Walls Lab” უკვე საქართველოშია!
თუ ხართ სტუდენტი, ახალგაზრდა მეცნიერი ან გამომგონებელი, შემოგვიერთდით და გაგვაცანით თქვენი ინოვაციური იდეა Science Slam-ის ფარგლებში. აღაფრთოვანეთ ჟიური 3 წუთში და მოიგეთ ბერლინის საგზური “Falling Walls Lab”-ის 9 ნოემბრის ფინალისათვის.
სამუშაო ენა:                                           ინგლისური
თარიღი:                                                     1 ივნისი 2023, 18:00 სთ.
ადგილი:                                                    “ფაბრიკა”, თბილისი
საკონტაქტო პირი:  
  გებჰარდ როილი  - reul@daad-georgia.org
რეგისტრაციის ბოლო ვადა:             05.05.2023
ონლაინ განაცხადის ფორმა

ასევე გთხოვთ  ფეისბუქის გვერდის გაიზირებას
Facebook post

პატივისცემით,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
პროფესორი  ლილი პეტრიაშვილი

 

სიახლეებში დაბრუნება