ფოთის სითითონი: „ფოთი - „ქალაქი ზღვას, მდინარეებსა და ტბებს შორის“

04/14/2023


 2023 წლის 13-14 მაისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია Mesopartner-ის მხარდაჭერით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მართავს სითითონს თემაზე  „ფოთი  - „ქალაქი ზღვას, მდინარეებსა და ტბებს შორის“, რომლის მიზანია ფოთის „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების მაღალი პოტენციალის წარმოჩენა და ქალაქის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნა. 

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა, რომლებიც ინოვაციური იდეებითა და პროტოტიპების შექმნით, გვთავაზობენ ახლებურ ხედვას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესში არსებული გამოწვევებისა და გადაწყვეტილებების შესახებ. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტულია ზემოთხსენებული საკითხებით დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ ინფორმაცია სითითონში მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე.

 

ამავდროულად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების განვითარების ხელშეწყობასა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის წახალისებას, უპირატესად მივიჩნიეთ თქვენი ინფორმირებულობა. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები დაინტერესდებიან და მიიღებენ მონაწილეობას წინამდებარე პროექტში.

    სითითონის მიმდინარეობისას გუნდებს სპეციალურად მოწვეული მენტორები გაუწვევენ ინდივიდუალურ კონსულტაციას და კომპეტენტური ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ გუნდს ან ინდივიდუალურ მონაწილეს. 

 

თითოეულ გამარჯვებულს იდეის განსახორციელებლად გადაეცემა 5 000 ლარი. 

 

სითითონის შესახებ დეტალურ ინფორმაციას (სითითონის დებულება) გიგზავნით თანდართული ფაილის სახით.

სითითონში მონაწილეობის მსურველები, 14 აპრილის 18:00 საათამდე, უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/QXaSEPbBZrtEwczBA

 







 

სიახლეებში დაბრუნება