ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლები 2023

04/07/2023
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=22188
ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Warsaw University of Technology) (ვარშავა, პოლონეთი) ორგანიზებას უკეთებს საზაფხულო სკოლების პროგრამას სტუდენტებისთვის. საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა უფასოა და თითოეული მონაწილე მიირებს 5-7 ECTS კრედიტს, გავლილი სასწავლო კურსის მიხედვით.

საზაფხულო სკოლები 2023 გამიზნულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის. პროგრამა ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში და მონაწილეებს მიეცემათ სტიპენდია მგზავრობის, აკომოდაციისა და კვების ხარჯების დასაფარად.

საზაფხულო სკოლების პროგრამა 2023 მოიცავს 5 სასწავლო კურსს:

    * თანამედროვე ელექტროინჟინერია, 3-15 ივლისი, 2023 წ.; ონლაინ ფორმატი
    * ფოტოელექტროობა, 26 ივნისი - 7 ივლისი, 2023 წ.; ჰიბრიდული ფორმატი
    * ფოტოელექტრონიკა, 26 ივნისი - 7 ივლისი, 2023 წ.; ჰიბრიდული ფორმატი
    * მიწოდების ჯაჭვის მოდელირება და გაუმჯობესების პროცესები, 26 ივნისი - 7 ივლისი, 2023 წ.; ჰიბრიდული ფორმატი
    * ბიზნესი, ლოგისტიკა და წარმოების პროცესები საწარმოში,
3-14 ივლისი, 2023 წ.; ჰიბრიდული ფორმატი

დეტალური ინფორმაცია საზაფხულო სკოლების პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

კონტაქტისთვის:
მონიკა მროვჩინსკა (Monika Mrówczyńska)
სასწავლო პროექტების სპეციალისტი
ელ.ფოსტა: Monika.Mrowczynska@pw.edu.pl


--

 

სიახლეებში დაბრუნება