გაცვლითი პროგრამა იასარის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

03/23/2023
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=22018
იასარის უნივერსიტეტი (Yaşar University) (იზმირი, თურქეთი.), გაცვლითი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას 2022/2023 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

მობილობა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას, თუმცა სასწავლო პროგრამა უფასოა.

იასარის უნივერსიტეტის სასწავლო კურსების ნახვა შესაძლებელია აქ.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი. ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 აპრილამდე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები უნდა გაგზავნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge


 

სიახლეებში დაბრუნება