03/14/2023
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21965
კლუჟ-ნაპოკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Cluj-Napoca - TUCN) (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტარციული/აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 22 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 24 მარტამდე
კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 5 ადმინისტრაციული/აკადემიური თანამშრომლის მობილობა კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მენეჯმენტი; ისეთი აკადემიური მიმართულების დეპარტამენტები, როგორიცაა მშენებლობა, ავტომექანიკა, მექატრონიკა და მანქანათმშენებლობა, ინდუსტრიული ინჟინერია, რობოტიკა და წარმოების მენჯმენტი.
სიახლეებში დაბრუნება