02/22/2023
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21747
ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University – VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2012-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 13.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 21 მარტამდე
ERASMUS+ მობილობაში მონაწილე თანამშრომლებისთვის მიმღები უნივერსიტეტის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
კოორდინატორი უნივერსიტეტის რეკომენდაციით, მობილობის განხორციელება სასურველია გაზაფხულზე დაგეგმილი საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში.
მიმართულებები: ელექტრონიკა და ავტომატიკა, გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი), გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, მექანიკა, მექატრონიკა, მშენებლობა, არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
სიახლეებში დაბრუნება