კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი ნორთრიჯში - სტიპენდიების პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირებასა და მარკეტინგის მენეჯმენტში

02/17/2023
ინფორმაცია ნორთრიჯში კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის (California State University Northridge) (აშშ) სტიპენდიების პროგრამების შესახებ, ბიზნესის ადმინისტრირებასა და მარკეტინგის მენეჯმენტში, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი ნორთრიჯში (California State University Northridge) (აშშ) აცხადებს სტიპენდიების პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირებასა და მარკეტინგის მენეჯმენტში, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

მოწინავე აპლიკანტების 10% მიიღებს სტიპენდიებს და შესაძლებლობა ექნებათ, 3 კვირის განმავლობაში ისწავლონ კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში, გაიარონ სრული სალექციო კურსი და ჰქონდეთ სამუშაო შეხვედრები ორშაბათი-ხუთშაბათის განმავლობაში.

შერჩევის მომენტისათვის აპლიკანტი უნდა იყოს 18 წლის, დასრულებული ჰქონდეს 4 სემესტრი და ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.

შერჩევის პროცესი:
1. ზაფხული და ზამთარი 2024 ბროშურის გათვალისწინებით, აპლიკანტმა უნდა შეარჩიოს მისთვის სასურველი პროგრამა;
2. შეავსოს სააპლიკაციო ფორმა;
3. სამოტივაციო წერილში დაასაბუთოს სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის შეტანის მიზეზი და ახსნას, რამდენად დაეხმარება პროგრამა სამომავლო მიზნების მიღწევაში;
4. სააპლიკაციო განაცხადის განხილვის შემდგომ, ე.წ. სტიპენდიების მრჩეველი დაეკონტაქტება კანდიდატს;
5. გამარჯვებულ კანდიდატებს პასუხი შეეტყობინებათ 10 დღის შემდეგ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.


 

სიახლეებში დაბრუნება