02/17/2023
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21686
AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო (I სემესტრი) სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 28.02.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 4 მარტამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 9 მარტამდე
AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა. პროექტის კოორდინატორის მითითებით, მობილობა უნდა განხორციელდეს Erasmus+ პროგრამის 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 17-21 აპრილს. შერჩეულ აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ექნება, კვირეულის განმავლობაში მონაწილეობა მიიღოს 19 აპრილს დაგეგმილ კონფერენციაში "ინტერნაციონალიზაციის ზეგავლენა ღია და ტოლერანტულ საუნივერსიტეტო გარემოზე".
მიმართულებები: წარმოება და გადამუშავება; ინჟინერია; გარემოს დაცვა.
სიახლეებში დაბრუნება