01/22/2023
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21414
ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი (Artvin Çoruh University) (ართვინი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.02.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 9 თებერვლამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 13 თებერვლამდე
ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
მიმდინარე წლის 6 თებერვლის შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით, 2 თვის ხანგრძლივობით, 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრში.
მიმართულება: კომპიუტერული მეცნიერებები; ბიზნესადმინისტრირება.
სიახლეებში დაბრუნება