01/13/2023
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21349
ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń - NCU) (ტორუნი, პოლონეთი) საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობას ონლაინ ზამთრის სკოლაში "ინტერდისციპლინარულობა კვლევებში - ზამთრის სკოლა NCU", რომელიც NAWA - პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული, SPINAKER პროგრამის ფარგლებში ტარდება.
ერთკვირიან ზამთრის სკოლაში მონაწილეობა უფასოა სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის და ონლაინფორმატში ჩატარდება, მიმდინარე წლის 20-24 თებერვალს (ონლაინკლასები - 36 აკადემიური საათი).
სამუშაო ენა ინგლისურია და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებსა და 3 ECTS კრედიტს მიიღებენ.
ზამთრის სკოლაში სწავლება 3 მოდულის მიხედვით წარიმართება:
* მოდული 1: ჰუმანიტარული მეცნიერებები;
* მოდული 2: სოციალური მეცნიერებები;
* მოდული 3: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 იანვარი.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მათ შორის, სააპლიკაციო პროცედურები და საჭირო დოკუმენტები და ფორმები იხილეთ აქ.
საკონტაქტო ელ.ფოსტა:
letsmeet@ncu.pl
სიახლეებში დაბრუნება