12/24/2022
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=21276
რუმინეთი აცხადებს ყოველწლიურ სასტიპენდიო სასწავლო პროგრამას 2023-2024 აკადემიური წლისათვის.
სააპლიკაციო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი მარტი.
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე სწავლა ძირითადად რუმინულ ენაზე წარიმართება, დოქტორანტურის საფეხურზე - სწავლების ენა შესაძლებელია იყოს მიმღები უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული სხვა უცხოური ენაც.
დაინტერესებულ კანდიდატებს სააპლიკაციო განაცხადების ატვირთვა შეუძლიათ პლატფორმაზე.
სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
სიახლეებში დაბრუნება