OPENJOURNALS.GE პრეზენტაცია

11/06/2022

313408501_5970839436262600_4179624458735540221_n.jpg

მოგესალმებით,


10 ნოემბერს, 10 საათზე, მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მკვლევრებს, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს, მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს გიწვევთ საქართველოში გამოცემული სამეცნიერო ჟურნალების ღია წვდომის პლატფორმის OPENJOURNALS.GE-ს პრეზენტაციაზე.


OPENJOURNALS.GE შექმნის მიზანია ქართველი მეცნერების ნაშრომების ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

OPENJOURNALS.GE დაფუძნებულია Open Journal Systems (OJS) ბაზაზე და წარმოადგენს საქართველოს ბიბლიოთეკის ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის მიმდინარე პროექტს, რომელსაც მხარს უჭერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL.


შეხვედრა გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში (მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3).

დასწრება თავისუფალია, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმაhttps://forms.gle/T6snCBfzZ1rWPkf97


რეგიონებისთვის შეხვედრაზე ონლაინ ფორმატით დასასწრებად სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ გაიგზავნება Zoom ლინკი.


შეხვედრის განრიგი:

10:00 -10:45 პრეზენტაცია და საიტის ონლაინ დემონსტრირება (ნინო პავლიაშვილი; ნატალი გიორგობიანი)
10:45 – 11:15 
კითხვა-პასუხის რეჟიმი
11:15 - 
ყავის შესვენება


გიგზავნით ღონისძიების FB ლინკს: https://www.facebook.com/events/2010177672512090/?ref=newsfeed

--


პატივისცემით,
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი
ტელ / Tel: 2 21-27-31

http://www.sciencelib.ge/  https://www.facebook.com/NSLGeorgia













 

სიახლეებში დაბრუნება