ჰორიზონტი ევროპის გაფართოების (Widening) საინფორმაციო დღე

10/06/2022
ძვირფასო კოლეგებო,


გიზიარებთ ინფორმაციას "ჰორიზონტი ევროპას შესახებ" დაგეგმილი საინფორმაციო დღის შესახებ:

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისი 13 ოქტომბერს გიწვევთ საინფორმაციო დღეზე, რომელიც ეძღვენა ჰორიზონტი ევროპის გაფართოების (Widening) სვეტს. საინფორმაციო დღის მიზანია ჰორიზონტი ევროპის გაფართოების მიმართულებით მომავალი კონკურსებისა და დაფინანსების შესაძლებლობები გააცნოს მსმენელს. გაფართოების სვეტი მოიაზრებს ევროპის ქვეყნებისა და ასოცირებული ქვეყნების ჩართულობას. ამ უკანასკნელში იგულისხმება იმ ქვეყნების ხელშეწყობა, რომლებსაც კვლევისა და ინოვაციების ნაწილში ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისთვის მეტი მხარდაჭერა ესაჭიროება.

საინფორმაციო დღის ფარგლებში გაფართოების სვეტის კოორდინატორი და მომხსენებლები აუდიტორიას გააცნობენ შემდეგ კონკურსებს:

  • Hop-On facility
  • Excellence Hubs
  • Twinning
  • European Excellence Initiate
  • Teaming,
  • Era Fellowships
  • Era Talents

კითხვა-პასუხის ნაწილში შესაძლებლობა გექნებათ თავად დასვათ შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები, როგორც გაფართოების სვეტის არსის, ისე, მისი ძირითადი კონკურსების შესახებ.

ღონისძიების ჩატარების ფორმა — ონლაინ

დრო —13 ოქტომბერი, 2022, 13:50-18:00

სარეგისტრაციო ლინკი:  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfVOqP8wO2jvQXVRYJczunqOfHknJVE7hzO8XXyKl9qf79-Sg/viewform?usp=sf_link

შეხვედრაზე დასაწრები ლინკი: https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09







 

სიახლეებში დაბრუნება