მოსაწვევი სამეცნიერო ფესტივალზე "6th edition of STARMUS Festival"

06/27/2022
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (BSEC) სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობისა და მუდმივმოქმედი საერთაშორისო სამდივნოს (PERMIS) ორგანიზებით 5-10 სექტემბერს ქ. ერევანში დაგეგმილია ფესტივალი - „6th edition of STARMUS Festival”, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ფესტივალს სამეცნიერო დარგში. დადასტურებულ მომხსენებლებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერები (მათ შორის კიპ თორნი, ემანუელ შარპენტიე, დონა სტრიკლენდი, ედვარდ მოზერი და მიშელ მეიორი), აპოლონის ასტრონავტი ჩარლი დიუკი, კრის ჰედფილდი, ჩარლზ ბოლდენი და აიპოდის გამომგონებელი ტონი ფადელი.

STARMUS VI ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია ბილეთების შეძენა, რისთვისაც უნდა ეწვიოთ ოფიციალურს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://starmus.com/tickets.

მიბმული ფაილის სახით, შეგიძლიათ იხილოთ, მოწვევის წერილი და ფესტივალის განრიგი.


 


 

სიახლეებში დაბრუნება