საერთაშორისო კონფერენცია - ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

06/24/2022
გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 26 – 29 სექტემბერს, თბილისში ტარდება, მე-6 ქართულ - პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”, რომელიც ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
კონფერენცია ორგანიზებულია სილეზინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (პოლონეთი) და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით და დაგეგმილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ წარმატებული მეცნიერები და მკვლევარები როგორც საქართველოდან ასევე სხვა და სხვა ქვეყნებიდან.
გიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას კონფერენციის შესახებ (ატვირთულია ფაილი).
ასევე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ კონფერენციის ვებ გვერდზე: http://ictbea.gtu.ge/
კონფერენციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: 
აქვე მოგმართავთ თხოვნით  შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დაგვეხმაროთ კონფერენციის შესახებ აკადემიურ წრეებში ინფორმაციის გავრცელებაში და აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ.



 

სიახლეებში დაბრუნება