პროექტი "შემოქმედებითი ნაპერწკალი" - შემაჯამებელი შეხვედრა

06/17/2022
გაცნობებთ, რომ ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის "შემოქმედებითი ნაპერწკალი" - სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, დასკვნით ფაზაში გადადის და მალე დასრულდება. 
სამშაბათს, 21 ივნისს, 15:00 საათზე, პროექტის საორგანიზაციო გუნდი, ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად მართავს დასკვნით შეხვედრას, სადაც საზოგადოებას წარედგინება შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების და შედეგების შესახებ.
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ ფორმატში, zoom პლატფორმის გამოყენებით.
დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურვილი გაქვთ დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია და საორგანიზაციო გუნდი მოგაწვდით zoom რეკვიზიტებს შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. 
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/8wk61kzJNFzuxC9G6
პატივისცემით,
საორგანიზაციო გუნდი

 

სიახლეებში დაბრუნება