05/14/2022
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=195362022 წლის 17-18 ოქტომბერს მარაკეშში (მაროკო) გაიმართება პირველი „Erasmus სამეცნიერო დღეები 2022“, რომელიც ეძღვნება უმაღლესი განათლებისა და ინოვაციების სფეროში უმაღლესი დონის სამეცნიერო გაცვლებს. ღონისძიება მაროკოს Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით და, ასევე, უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების სამინისტროს, მაროკოში ევროკავშირის დელეგაციისა და უნივერსიტეტების პრეზიდენტთა მაროკოს კონფერენციის (Moroccan Conference of University Presidents - CPU) ხელშეწყობით ჩატარდება.
საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება როგორც პირისპირ, ისე ონლაინრეჟიმში და მისი თემატიკა ეხება უმაღლეს განათლებასა და ინოვაციებში თანამშრომლობასა და კვლევებს და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- განათლება, ტრეინინგი, შრომის კომპეტენციები
- სტუდენტებისა და თანამშრომლების აკადემიური მობილობა უმაღლეს განათლებაში
- ინტერნაციონალიზაცია
- ინკლუზია / შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უმაღლეს განათლებაში
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 01.07.22 (შესაძლებელია, სრული სტატიის წარდგენაც).
შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება ინდექსირებულ ჟურნალში.
საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცა იხილეთ
აქ.
საკონტაქტო ელ.ფოსტა:
erasmus@erasmusplus.ma
სიახლეებში დაბრუნება