ინდონეზიის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამები

05/04/2022 UI SCHOLARSHIPS
FOR INTERNATIONAL STUDENTS

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე წლის 2 მაისს შემოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან  № 01/13270 კორესპონდენცია (სამინისტროში რეგისტრაციის N436389; 02.05.2022), რომლის თანახმად ინდონეზიის უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებისთვის აცხადებს ორ სასტიპენდიო პროგრამას.

წერილის თანახმად, UI GREAT - სამაგისტრო პროგრამისთვის განკუთვნილი სტიპენდიაა, რომელიც ფარავს შემდეგ ხარჯს: სტუდენტური ვიზა და ქვეყანაში ყოფნის ნებართვა (ყოველწლიური), ბილეთი (ერთი გზა), კარანტინი (საჭიროების შემთხვევაში), დაზღვევა, პირველადი მოწყობა (ერთჯერადი), ცხოვრების ხარჯი (განთავსების ჩათვლით), სახელმძღვანელოების და კვლევის ხარჯი, სწავლის საფასური.

სტიპენდია მოიცავს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს: სამედიცინო და სამეცნიერო ტექნოლოგიები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინტერდისციპლინარული კვლევები. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.

UI SHINE - გაცვლითი პროგრამებისთვის განკუთვნილი სტიპენდიაა (სემესტრული). პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ინდონეზიის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი. 





 

სიახლეებში დაბრუნება