05/02/2022
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=19432
2022 წლის 20 ივნისიდან 8 ივლისამდე კაუნასის კოლეჯის / გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Kauno Kolegija / University of Applied Sciences) (კაუნასი, ლიეტუვა) ორგანიზებით გაიმართება შერეული საზაფხულო სკოლა საერთაშორისო სტუდენტებისთვის - „გამოყენებითი კიბერუსაფრთხოება: თეორიიდან პრაქტიკამდე“.
ონლაინრეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 23 მაისი. საეგისტრაციო თანხის გადახდა შესაძლებლია 6 ივნისამდე (180 ევრო). სარეგისტრაციო თანხა ფარავს კვებასა და კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირეულ ხარჯებს.
ბანკში შეტანილი თანხა უკან აღარ ბრუნდება.
მონაწილეებს პროგრამის დასრულების შემდეგ მიენიჭებათ 3 ECTS კრედიტი და გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვიქტორია გუდაისკაიტე (Viktorija Gudauskaitė)
ელ.ფოსტა:
viktorija.gudauskaite@go.kauko.lt
სიახლეებში დაბრუნება