საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა Входящие

05/02/2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის სამეცნიერო-შემეცნებითი ღონისძიების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები და სხვა ორგანიზაციები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობით, ამა წლის ივლისის თვეში, გაიმართება სამეცნიერო - საგანმანათლებლო ღონისძიება - „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“, რომელიც ითვალისწინებს ფართო საზოგადოებისათვის შავი ზღვისა და სანაპირო ზოლის შესახებ არსებული უახლესი კვლევების პრეზენტაციას, კონფერენციის ჩატარებას, შემეცნებითი ვიქტორინებს, ექსპერიმენტებს მოსწავლეებისათვის და სხვა აქტივობებს.


გთხოვთ 4 მაისამდე გამოამგზავნოთ მონაწილეების ღონისძიებების/აქტივობების  მოკლე აღწერილობა , ასევე მიუთითოთ კარვის რაოდენობა , დენის წყარო ,მაგიდის რაოდენობა,სკამის რაოდენობა 

აღნიშნული ინფორმაცია გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:m.gogorishvili@gtu.ge 


 

სიახლეებში დაბრუნება