გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის ჩანდიგარის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წელი

04/11/2022
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=19235

ჩანდიგარის უნივერსიტეტი (Chandigarh University - CU) (ინდოეთი) აცხადებს გაცვლით პროგრამას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების საფეხურის სტუდენტებისთვის, 2022/2023 აკადემიური წლისათვის,1 ან 2 სემესტრით.

როგორც პარტნიორი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ პროგრამისთვის ნომინირებული სტუდენტი ინდოეთის უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებს 
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ სააპლიკაციო ფორმა, CV; სარეკომენდაციო წერილი; ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატს მიღებული აქვს წინა განათლება ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება); ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) 2022 წლის 15 აპრილამდე, სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, ელექტრონულად, ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge და, ასევე, მიმღებ უნივერსიტეტში, ელ.ფოსტაზე:
meenu@cumail.in.

სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს მიმღებ უნივერსიტეტში, თუმცა იხდის საერთო საცხოვრებელში კვების ფულს (დაახლ. 2000-3000 ინდური რუპია თვეში) და ადმინისტრაციულ გადასახადს 10 აშშ დოლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული პროგრამის, სასწავლო კურსებისა და ზოგადად, ჩანდიგარის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

საკონტაქტო პირი:
დოქტორი მინუ ბჰარდვა (Meenu Bhardwaj)
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი
ელ.ფოსტა: meenu@cumail.in


 

სიახლეებში დაბრუნება