Fwd: U.S. Embassy - Book Translation Grants Program - Reminder

04/07/2022
 წიგნის თარგმნის პროგრამა 2022

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზეპროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვისმკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის  გაზარდოს უახლეს კვლევებზესახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

იხილეთ ინფორმაცია ბმულზე: https://ge.usembassy.gov/ka/education-culture-ka/grant-programs-ka/book-translation-program-pas-ka/

შეგახსენებთ, რომ წიგნის თარგმნის პროგრამის მეორე სააპლიკაციო ვადა 2022 წლის 13 აპრილს იწურება.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაშიწიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

  • საჯარო პოლიტიკა/სამოქალაქო განათლება: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
  • მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
  • სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
  • ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
  • ზოგადი განათლება: განათლების მენეჯმენტი და ადმინისტრირება; კურიკულუმის დაგეგმვა და განვითარება; საგანმანათლებლო ტექნოლოგიები; სპეციალური განათლება და განათლებასთან დაკავშირებული თემები.
  • მხატვრული ლიტერატურა (განიხილება მხოლოდ  ჩამოთვლილ თემებზე):  სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება, ეთნიკური, უმცირესობებისა და ქალთა თანასწორობა, კონფლიქტების მოგვარება, გარემო, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საჯარო განათლება და ადვოკატირება, კანონის უზენაესობა.

სახელმძღვანელოების და აკადემიური ლიტერატურის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ უახლესი გამოცემები.

მინიმალური მოთხოვნილი ტირაჟი არის 1,000 ცალიმცირე ტირაჟის განხილვა შესაძლებელია გამონაკლისის სახით საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში.

გრანტიორი პასუხისმგებელია მფლობელისგან საავტორო უფლების ნებართვის მოპოვებაზე.

აპლიკანტმა საავტორო უფლებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს განაცხადის წარდგენამდერათა შეძლოს კომუნიკაციის ან კონტრაქტის ხელმოუწერელი ასლის წარდგენა სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთადფინალში გადასვლის შემდეგაპლიკანტს მოეთხოვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საავტორო უფლების ხელშეკრულების წარდგენა.

აპლიკანტს შეუძლია არა უმეტეს ხუთი (5) განაცხადის შემოტანაგანმცხადებელს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის ორივე ვადაზეთუმცა ერთი და იმავე განაცხადის ხელახლა შემოტანა მეორე ვადაზე არ დაიშვება.

სათარგმნად შერჩეული ლიტერატურა არ უნდა იყოს ქართულ ენაზე უკვე გამოცემულითარგმანი უნდა შესრულდეს ორიგინალი ენიდან.

პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსების საფუძველზეთანადამფინანსებელი შესაძლოა იყოს როგორც განმცხადებელი ორგანიზაციაასევე გარე დაფინანსების წყაროაღნიშნულ პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაშიაპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).

კოალიციური პროექტის შემთხვევაში განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის თანხმობის წერილიპროექტში მათი როლისა და პასუხისმგებლობების მითითებით.

პროექტის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) წელს.

დაფინანსებული პროექტების სავარაუდო რაოდენობა: 15 გრანტი (დამოკიდებულია გამარჯვებული პროექტების ჯამურ მოთხოვნილ თანხაზე)

პროგრამის ჯამური ფონდი$100,000

განაცხადი და შეტანის წესები:

საპროექტო განაცხადების ელექტრონულად მიღების ვადა:

  • 13 აპრილი, 2022

გთხოვთსაპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program). გთხოვთგაითვალისწინოთრომ 6მბ-ზე დიდი მოცულობის ელგზავნილები და RAR/ZIP ფორმატის დოკუმენტები არ მიიღებადოკუმენტები უნდა იყოს მხოლოდ Word და PDF ფორმატშიგანაცხადები მიიღება მხოლოდ მითითებული ვადის ფარგლებშიდაგვიანებული განაცხადები არ განიხილებაპირველადი შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • SF-424 
  • SF424A
  • SF424B
  • შევსებული განაცხადის ფორმა
  • მთარგმნელის CV/რეზიუმე (მთარგმნელობითი გამოცდილებისა და ნათარგმნი ნაშრომების მითითებით)
  • საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების ასლი
  • თანადაფინანსების თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ფორმების შევსების ინსტრუქციებიროგორც ინგლისურასევე ქართულ ენაზეხელმისაწვდომია ვებგვერდზე სხვა დოკუმენტებთან ერთად. https://ge.usembassy.gov/ka/education-culture-ka/grant-programs-ka/book-translation-program-pas-ka/

სავალდებულო რეგისტრაცია

გრანტის მიმღები ყველა ორგანიზაცია ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს SAM.gov პორტალზერომელიც რამდენიმე ეტაპიანი და ხანგრძლივი პროცესია.

  • NCAGE/CAGE code
  • SAM.gov რეგისტრაცია

რეგისტრაცია და წლიური განახლება ორივე პორტალზე უფასოა.
დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებგვერდიდან სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად.

პროგრამის კოორდინირება

პროგრამას ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.

საგრანტო აპლიკაციასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაშიგთხოვთმიმართოთ კოორდინატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზეTbilisiGrants@state.gov

გთხოვთსაპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program).


1. SF424A-V1.0-Instructions


2. SF424A-V1.0


3. SF424_4_0-V4.0-Instructions


4. SF424_4_0-V4.0


5. SF424 GEO Instructions


6. SAM.gov registration


7. SAM.gov Instructions with screenshots


8. Mandatory_SF424B-V1.1-Instructions


9. Mandatory_SF424B-V1.1


10. List of Translated Books





 

სიახლეებში დაბრუნება