პრაქტიკული სემინარი - ‘თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბის მომზადება და გამოყენება’

04/04/2022
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 16-17 აპრილს, ICOMOS საქართველო ატარებს ვორკშოფს თემაზე -

‘თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბის მომზადება და გამოყენება’

ICOMOS საქართველო ვორკშოფში მონაწილეობის მისაღებად იწვევს სტუდენტებს, ახალგაზრდა სპეციალისტებს და მშენებელ - კალატოზებს! ორ-დღიანი სერტიფიცირებული პრაქტიკული ვორკშოფის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თბილისური დუღაბის და ტრადიციული კირის დუღაბის კვლევის შედეგებს, მომზადების ტექნოლოგიას და მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ აქტივობებში.
 
რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: info@icomos.org.ge

 
გთხოვთ, რომ ინფორმაცია გაავრცელოთ და გაუზიაროთ დაინტერესებულ პირებს.
 

ვორკშოფი ტარდება 18 აპრილის - ძეგლების და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
 

2022 წელს საერთაშორისო ICOMOS გვთავაზობს თემას: „მემკვიდრეობა და კლიმატი“, ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის როლს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედებაში.

გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია სემინარის შესახებ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://drive.google.com/file/d/1OGbbDrE6xvoqgTLtjZpuaLBxV7pPtgJw/view?usp=sharing

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

საუკეთესო სურვილებით,

--
ICOMOS საქართველო
ICOMOS Georgia
 
Tel.: (995 32) 98 45 27
Mob.: (995 551) 56 59 34
Add.: Betlemi Rise N16b


 

სიახლეებში დაბრუნება