ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

03/26/2022
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=19118
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2022
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 20 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 27 აპრილამდე.

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში  Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დაესწრონ მიმდინარე წლის 12-14 აპრილს კოორდინატორის მიერ საქართველოში დაგეგმილ სემინარს, რომელიც ჩატარდება სამი დღის განმავლობაში, თსუ-ს კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტში, 7:30 -9:30 სთ. სემინარის თემატიკას შეეხება ფორმალურ კონცეპტუალურ ანალიზსა და ლოგიკურ საინფორმაციო სისტემებს (LIS).

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.


(ინსტიტუციებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერინგი, საკომუნიკაციო სისტემები და ქსელები, საინჟინრო მათემატიკა, მასალათმცოდნეობა და ინჟინერინგი, სამშენებლო და ურბანული დაგეგმარება, მექანიკა და მართვის სისტემების ინჟინერინგი).


 

სიახლეებში დაბრუნება