სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდიების პროგრამა სტუდენტებისთვის - 2022/23 სასწავლო წელი

03/22/2022
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=19075
სლოვაკეთის რესპუბლიკა, ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2 სამთავრობო სტიპენდიას 2022-2023 სასწავლო წლისთვის.

სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

მსურველებს აპლიკაციის ფორმების შევსება შეუძლიათ ონლაინ, მიმდინარე წლის 25 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით.

სტიპენდიების პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. მსურველებს ასევე შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 02.09.2022-დან 30.06.2023 -ის ჩათვლით. ენების კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

კონტაქტისათვის:
ელ-ფოსტა: helpdesk@studyabroad.sk
ტელ.: +421 907 551 404


 

სიახლეებში დაბრუნება