ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალკალის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

03/18/2022
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=19073
ალკალის უნივერსიტეტი (University of Alcalá - UAH) (ალკალა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.03.2022.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 24 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 25 მარტამდე.

ალკალის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია. 

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ალკალის უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე წლის 6-10 ივნისს, ალკალის უნივერსიტეტში დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულზე (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალკალის უნივერსიტეტში).


 

სიახლეებში დაბრუნება