აბდულა გიულის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

03/14/2022 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=19015
აბდულა გიულის უნივერსიტეტი (Abdullah Gul University - AGU) (კაისერი, თურქეთი) აცხადებს გაცვლით პროგრამას სტუდენტებისთვის, 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15 აპრილი, 2022 წელი. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები, ასევე, უნდა გაგზავნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 25 აპრილამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 30 აპრილამდე.

გაცვლითი სტუდენტებისთვის დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

აბდულა გიულის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

კაისერის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.


 

სიახლეებში დაბრუნება