Fwd: კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სასტიპენდიო პროგრამა მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

03/07/2022 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=18963
ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-4 წლის პროექტის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) სტუ-ს მაგისტრატურის სტუდენტებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას, რაც ითვალისწინებს 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში კილის უნივერსიტეტში 12-კვირიან სასწავლო მობილობას, რომელიც დაიწყება 2022 წლის 9 მაისს (ორშაბათი) და დასრულდება 2022 წლის 29 ივლისს (პარასკევი).

რა ევალება სტუდენტს მობილობის დროს/რას გააკეთებს:
  • კილის ბიზნეს სკოლის და ინოვაციების ცენტრის თანამშრომლებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად იმუშავებს კილის უნივერსიტეტში აპრობირებულ „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამაში“ (KRISP–  Keele  Research & Innovation  Support Programme), რაც ითვალისწინებს „კომპანიებთან თანამშრომლობით რეალურ ბიზნეს პროექტზე მუშაობას” და ხელმძღვანელის მეთვალყურეობით მოამზადებს ერთ პროექტს დასრულებული სახით;
  • დაეხმარება ბიზნესის სკოლის თანამშრომლებს პროექტის ეგიდით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.
საკონკურსო მოთხოვნები:
  • მაგისტრატურის მოქმედი სტუდენტი (ცალსახად პრიორიტეტულია ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა);
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2).

წარმოსადგენი დოკუმეტაცია:

სტუდენტმა უნდა გამოაგზავნოს განცხადება/წერილი ელ.ფოსტაზე innovation@gtu.ge, რომ სურს მონაწილეობა კონკურსში და წერილს დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • რეზიუმე CV ინგლისურ ენაზე;
  • მოტივაციის წერილი ინგლიურ ენაზე (მაქს. 1 გვერდი);
  • ცნობა ფაკულტეტიდან რომ არის მაგისტრატურის სტუდენტი;
  • პასპორტის ან პირადობის ასლი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საჭიროა ინგლისურ ენაში ტესტირების წარმატებული გავლა.
შერჩევის პროცესში, გარდა იმისა, რომ პრიორიტეტი მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მაგისტრანტ სტუდენტს, ასევე, დამატებით უპირატესობად ჩაითვლება შეფასების ქულათა საშუალო შეწონილის მაღალი მაჩვენებელი (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (მინიმუმ B2). ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

შერჩევის პროცედურა:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი 2022
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 20 მარტამდე  
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 25 მარტამდე (ორივე ეტაპი).

პირველი ეტაპი: სტუ-ში შექმნილი სპეციალური კომისია, არსებული კრიტერიუმების და  წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შეარჩევს 3 კანდიდატს და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაუგზავნის კილის უნივერსიტეტის შესაბამის კომისიას;

მეორე ეტაპი: კილის უნივერსიტეტის სპეციალური კომისია კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ შეარჩევს ერთ კანდიდატს (გასაუბრება ჩატარდება ონლაინ, ინგლისურ ენაზე);

ნომინირებულმა სტუდენტებმა საქმიანი კომუნიკაცია უნდა გააგრძელონ მიმღები უნივერსიტეტის  წარმომადგენლებთან მობილობის ტექნიკური დეტალების დასაგეგმად (იგულისხმება მოწვევა, ვიზა, მგზავრობა და ა.შ). სტუდენტს მიმღები უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია მიეწოდება ნომინირების შემდეგ.

აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი, რომელიც არ აკმაყოფილებს მითითებულ კრიტერიუმებს, სპეციალური კომისიის მიერ არ იქნება განხილული.

ფინანსური უზრუნველყოფა/ სტიპენდია
მობილობისთვის კილის უნივერსიტეტის მხრიდან გამოყოფილი სტიპენდიის ჯამური თანხა არის 2960 ევრო (დაახლოებით 2648,25 ფუნტი).

კილის უნივერსიტეტს უკვე დაჯავშნული აქვს საცხოვრებელი კამპუსში მაქსიმალური განაკვეთით 1565 ევრო (დაახლოებით 1400 ფუნტი), რჩება 1395 ევრო რომელიც განკუთვნილია ცხოვრების, მგზავრობისა და ვიზის ხარჯებისთვის. სტიპენდიას სტუდენტი მიიღებს კილში ჩასვლის შემდეგ შესაბამისი სასწავლო და ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ.

გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს გადაეცემა გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის კილის უნივერსიტეტის (კილის ბიზნეს სკოლა) სერტიფიკატი.

გაცვლითი პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 10 მარტს, 14:00 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 593 918211 ან +995 551 124040 ან მოგვწერეთ innovation@gtu.ge



 

სიახლეებში დაბრუნება