Fw: ზამთრის სპორტული ღონისძიება ერზრუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში

01/26/2022
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=18702

2022 წლის 17-იდან 20 მარტამდე თურქეთში, ერზრუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ETU), ჩატარდება ზამთრის სპორტული ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების მიზანია ქალაქ ერზრუმში ზამთრის სპორტის შესაძლებლობების გაცნობა, იდეების გაცვლა და დისკუსიების გამართვა, ასევე, ვორკშოპის ჩატარება ზამთრის სპორტის შესაძლო სამომავლო პროექტებსა და კონსორციუმებზე.
ღონისძიებაზე დასწრება და ყველა აქტივობა უფასოა. ETU უზრუნველყოფს მონაწილეებს ლანჩით, ვახშმით, საცხოვრებლით და დაფარავს თითქმის ყველა ხარჯს. მონაწილეებს მხოლოდ მგზავრობის საფასურის გადახდა მოუწევთ.
ღონისძიების პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, და 2022 წლის 15 თებერვლამდე გაგზავნონ მისამართზე international@erzurum.edu.tr . შერჩეულ პირებს დაეგზავნებათ მოწვევის წერილები.

 

სიახლეებში დაბრუნება