"ჰიბრიდული ინოვაციები" - სასტიპენდიო კონკურსი საბაკალავრო პროგრამებზე იტალიასა და ესპანეთში

12/18/2021 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=18532
იტალიისა და ესპანეთის ED - Istituto Europeo di Design, Accademia di Belle Arti Aldo Galli და Kunsthal Centro Superior de Diseño SL ინსტიტუციები აცხადებენ სასტიპენდიო კონკურსს საბაკალავრო პროგრამებზე იტალიასა და ესპანეთში.  

ინგლისურენოვანი პროგრამები, რომლებზეც ვრცელდება კონკურსი:
  • DESIGN: Interior Design, Interior and Furniture Design, Product Design, Transportation Design, Jewelry Design
  • FASHION: Fashion Design, Fashion Marketing and Communication, Fashion Stylist, Fashion and Textile Design
  • VISUAL ARTS: Photography, Graphic Design
  • MANAGEMENT: Business Design
სააპლიკაციო განაცხადის წარსადგენად აპლიკანტმა უნდა მოამზადოს პროექტი, თემაზე „ჰიბრიდული ინოვაციები“ და გააგზავნოს ნამუშევარი არა უგვიანეს 2022 წლის 10 იანვრისა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, მონაწილეობის მიღების წესები და პირობები, სარეგისტრაციო ბმული იხილეთ ვებგვერდზე.


 

სიახლეებში დაბრუნება