საერთაშორისო ფორუმი: „ახალი ურბანული ტოპოლოგიების ფორუმი 2“

12/04/2021



„ახალი ურბანული ტოპოლოგიების ფორუმი 2“  შვედეთის სტოკჰოლმის
ხელოვნების, არქიტექტურისა და საზოგადოების ცენტრის „ფარგფაბრიკენის“
ორგანიზებით ტარდება. ეს შვედი კოლეგების თბილისში  რიგით მე-2 სტუმრობაა.
ფორუმზე ურბანული დაგეგმარების საკითხები განიხილება, მათ შორისაა
მიტოვებული ინდუსტრიული შენობებისა და სკვერების განვითარების
პერსპექტივა.
წლევანდელ ფორუმში, რომელსაც ამჯერად თბილისის სახელმწიფო
სამხატვრო აკადემია მასპინძლობს  სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან
ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის,
ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები: თეო კესარელი, ნიკა
ადამია, სანდრო ფორჩხიძე, მარიამ მესტიაშვილი, ანი გოშთელიანი, ნიკოლოზ
ლაცაბიძე და ნოე მეტრეველი  მონაწილეობენ. ჯგუფის ორგანიზატორები და
მენტორები დავით ბოსტანაშვილი და მარიკა ფოჩხუა.
მომავალ წელს ფორუმს ჩვენი ფაკულტეტი უმასპინძლებს.

ინფორმაცია შეგიძლიათ გაეცნოთ: https://www.youtube.com/watch?v=dlZY4P4CAYw

ფოტოგალერეა

Tbilisi-letter-of-invitation-final

Final-program-NUT-2-Tbilisi-1



 

სიახლეებში დაბრუნება