MEDfOR სასტიპენდიო პროგრამა

10/28/2021 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=18174
ტუშას უნივერსიტეტი (University of Tuscia) (ტუშა, იტალია), Erasmus Mundus პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს MEDfOR (Mediterranean Forestry and Natural Resources Management) სასტიპენდიო პროგრამაზე. 

სასტიპენდიო პროგრამა საინტერესოა ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ბიოლოგიური მეცნიერებები, მეტყევეობა, გარემოს დაცვა, მათემატიკა, ეკონომიკა, ინჟინერია, ქიმია, ბიოქიმია და მომიჯნავე სპეციალობები.

საუკეთესო კანდიდატებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდიები.

პროექტის განხორციელება იგეგმება 2022/2024 წლებში. სააპლიკაციო განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 დეკემბერი.

MEDfOR სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება