გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

10/02/2021 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=17944

კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (კოშალინი, პოლონეთი) (Politechnika Koszalinska / Koszalin University of Technology - KUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.


კოჩალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება კოჩალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური პერსონალის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს).



 

სიახლეებში დაბრუნება