ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის უფასო სასწავლო კურსები - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

09/24/2021 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=17878


ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) სტუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს უფასო კურსებზე მობილობას, 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

მობილობა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას, თუმცა სასწავლო პროგრამა უფასოა და კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-სთვის გათვალისწინებულია კვოტა 4 სტუდენტის ოდენობით.

სემესტრი დაიწყება 2022 წლის 7 თებერვალს და დასრულდება ივლისში.

სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:
• არქეოლოგია
• საარქივო მეცნიერება
• ისტორია
• პოლიტიკური მეცნიერებები
• სოციოლოგია
• სოციალური მუშაობა
ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის სასწავლო კურსების ნახვა შესაძლებელიააქ.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 27 სექტემბერი, 2021 წელი. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები, ასევე, უნდა გაგზავნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge

საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი საერთაშორისო ოფისი
ელ.ფოსტა: tomas.hercik@uhk.cz

  • გაცვლითი პროგრამა ჟირონას უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=17874
ჟირონას უნივერსიტეტი (University of Girona - UdG) (ჟირონა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ჟირონას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ტურიზმის მიმართულება).



 

სიახლეებში დაბრუნება