ინდოეთის უნივერსიტეტის- “Sharda University” მიერ 2021-2022 აკადემიური წლის განმავლობაში გამოყოფილი სტიპენდიები და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

09/16/2021

ინფორმირების მიზნით, გიგზავნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის- “Sharda University”  მიერ 2021-2022 აკადემიური წლის განმავლობაში გამოყოფილი სტიპენდიებისა და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ.

ამასთან გაცნობებთ, რომ შარდას უნივერსიტეტის მიერ 2021-2022 სასწავლო წლისთვის გამოყოფილია 10 სტიპენდია 100%-იანი დაფინანსებით უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის. შარდას უნივერსიტეტს აქვს 14 ფაკულტეტი/სკოლა და 216 სასწავლო პროგრამა.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ.გვერდზე:

https://global.sharda.ac.in/ambassador-scholarship/



 

სიახლეებში დაბრუნება