საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია აკადემიაში

09/15/2021 მოგესალმებით,

გიწვევთ, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო -
პრაქტიკულ კონფერენციაზე ,,ახალი ტექნოლოგიების როლი და მნიშვნელობა
შეიარაღებულ კონფლიქტებში". კონფერენცია გაიმართება მიმდინარე წლის 13
ოქტომბერს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ,,ნაშრომის
შესრულების სტანდარტის მიხედვით'' 28 სექტემბრამდე აკადემიის ოფიციალურ
ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსს პოლკოვნიკ გიორგი ლაღიაშვილს 591
55 06 06.

ნაშრომის შესრულების სტანდარტი

 

სიახლეებში დაბრუნება